წესები და პირობები
შესავალი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შპს ,,ივ ფაუერ”-ის (ს/ნ 405736690) (შემდგომში მოხსენიებული, როგორც ,,EV POWER” ან ,,ჩვენ/ჩვენი”) ვებ-გვერდსა და აპლიკაციაში. პირველ რიგში, გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი სერვისებით, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ აღნიშნული თქვენთვის სარგებლიანი იქნება.
გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ვებ-გვერდსა ან აპლიკაციაზე ნებისმიერი ფორმითა და საშუალებით წვდომა, აღნიშნულით სარგებლობა, მათ შორის, ანგარიშის რეგისტრაცა, უთანაბრდება თქვენს თანხმობას წინამდებარე წესებსა და პირობებზე (შემდგომში მოხსენიებული, როგორც ,,წესები და პირობები”), იგულისხმება, რომ თქვენ გაცნობილი ხართ ხსენებულ დოკუმენტს, სრულად ეთანხმებით მას, ყოველგვარი ცვლილების, შენიშვნის ან გამორიცხვის გარეშე და კისრულობთ ამ წესებითა პირობებით განსაზღვრული პირობების შესრულებისა და დაცვის ვალდებულებას შესაბამისი ველის მონიშვნით თქვენ ადასტურებთ წესებისა და პირობების გაცნობასა და მასზე თანხმობას. იმ შეთხვევაში თუ თქვენ არ ეთანხმებით შემოთავაზებულ წესებსა და პირობებს, თქვენ ვალდებული ხართ შეწყვიტოთ ვებ-გვერდითა ან/და აპლიკაციით სარგებლობა.
EV POWER იტოვებს უფლებას წესები და პირობები, საკუთარი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, თქვენი გაფრთხილების გარეშე, დაუქვემდებაროს ცვლილებ(ებ)ის/დამატებ(ებ)ის შეტანას, მისი ვებ-გვერდზე/აპლიკაციაში საჯაროდ გამოქვეყნების/განთავსების გზით.
თქვენ ვალდებული ხართ რეგულარულად გადაამოწმოთ ცვლილებები წესებსა და პირობებში. წესებსა და პირობებში ცვლილების განხორციელების შემდეგ თქვენს მიერ სერვისებით სარგებლობის გაგრძელებით, კერძოდ, აპლიკაციაში/ვებ-გვერდზე თქვენს ანგარიშზე შესვლით ან მისი ნებისმიერი ფორმით გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ უპირობოდ ეთანხმებით განხორციელებულ ცვლილებებს/დამატებებს და აღნიშნული არ საჭიროებს შემდგომში თქვენს დამატებით თანხმობას.
გაითვალისწინეთ, რომ წესებისა და პირობების პარალელურად თქვენ ვალდებული ხართ გაეცნოთ ,,კონფიდენციალურობის პოლიტიკას”, რადგან ორივე დოკუმენტი არეგულირებს თქვენს მიერ სერვისებით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, წესებთან და პირობებთან მიმართებით შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ შემდეგი საშუალებების გამოყენებით:
- ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, ზოვრეთის ქუჩა, 37;
- ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@evpower.ge;
- ტელეფონის ნომერი: +995 3220 888 09.
ზოგადი დებულებანი
EV POWER-ის ვებ-გვერდსა და აპლიკაციაზე წვდომა და სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ პირადი და კანონიერი მიზნებით.
წესებისა და პირობების მოქმედება თანაბრად ვრცელდება ყველა მომხმარებელზე, იმის მიუხედავად, თუ რომელი ტექნიკური საშუალების გამოყენებით ხდება ვებ-გვერდის/აპლიკაციის გამოყენება, იქნება ეს ვები (www), მობილური ტელეფონი, თუ სხვა ნებისმიერი მოწყობილობა.
ტერმინთა განმერტებები
წესებსა და პირობებში გამოყენებულ შემდეგ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
- „აპლიკაცია“ – უფასო iOS ან Android პროგრამა, რომელიც EV POWER-ის მიერ იმართება და რომელიც გაძლევთ წვდომას სერვისებზე. ამასთანავე, ის მოიცავს პროგრამის განახლებებსაც, რომლებიც ხელმისაწვდომი გახდება მოგვიანებით.
- „დატენვა“ – დამტენ სადგურებზე ელექტროენერგიის გამოყენება ელექტრო ან ჰიბრიდული ავტოსატრანსპორტო საშუალების დასამუხტად.
- ,,დამტენი სადგური” – ლოკაცია, რომელიც ნაჩვენებია სერვისებში და სადაც შეგიძლიათ დატენოთ თქვენი ელექტრო ან ჰიბრიდული ავტოსატრანსპორტო საშუალება.
- „CPO“ – Charge Point Operator, ანუ დატენვის წერტილების ოპერატორი.
- „მოწყობილობა“ – ნებისმიერი მოწყობილობა, მათ შორის სმარტფონი, პლანშეტი ან ავტოსატრანსპორტო საშუალების ინტეგრირებული სისტემა, რომლის გამოყენებითაც სარგებლობთ სერვისებით.
- „EV POWER“ – შპს ,,ივ ფაუერ”, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის საიდენტიფიკაციო ნომერია - 405736690, ხოლო იურიდიული მისამართია საქართველო, ქალაქი თბილისი, ზოვრეთის ქუჩა, #37. წესებსა და პირობებში აღნიშნული ტერმინი, შესაძლოა, გულისხმობდეს როგორც უშუალოდ კომპანიას, ასევე მის წარმომადგენლებს, თანამშრომლებს და პარტნიორებს.
- „სერვისები“ – ყველა ონლაინ სერვისი, რომელსაც გთავაზობთ EV POWER, მათ შორის ვებ-გვერდი და აპლიკაცია. ამასთანავე, სერვისები არ მოიცავს ელ.ენერგიის მიწოდებას და კომპანია არ არის ენერგო მომწოდებელი.
- „მომხმარებელი“ ან „თქვენ/თქვენი“ – ნებისმიერი პირი, რომელიც სარგებლობს სერვისებით. ამასთანავე, თუ თქვენ გაქვთ ანგარიში და ხართ ავტორიზებული, გეწოდებათ „ავტორიზებული მომხმარებელი“.
- „ვებ-გვერდები” – ყველა ვებ-გვერდი, რომელიც ეკუთვნის EV POWER-ს. ამჟამად ეს არის www.evpower.ge;
გარდა ზემოაღნიშნულისა წესებსა და პირობებში, შესაძლოა, მოცემული იყოს დამატებითი ტერმინები, თუმცა ისინი იქნება ადვილად ამოსაცნობი, კერძოდ, მათი ტერმინად განსაზღვრისას ისინი წარმოდგენილი იქნება მუქი შრიფტით და ჩაისმება ბრჭყალებში. დამატებითი ტერმინები, შესაძლოა, მოცემული იყოს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.
ზოგადი ქცევის სტანდარტი სერვისით სარგებლობისას
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი განაცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ არ ისარგებლებს სერვისით:
- წესებისა და პირობების ან სხვა პოლიტიკის დარღვევით;
- მესამე პირთა ან EV POWER-ის ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დარღვევით;
- სპამის ან ფიშინგის გავრცელებისათვის;
- ვირუსების, Trojan-ების worm-ების ან სხვა მავნე პროგრამების გავრცელებისათვის;
- სერვისების გადატვირთვის ან მათზე წვდომის შეზღუდვის მიზნით;
- რეკლამების დაბლოკვის ან მათი შეცვლის მიზნით;
- მესამე პირთა პერსონალურ მონაცემთა შესაგროვებლად, რაც არღვევს კონფიდენციალურობის პოლიტიკას;
- სხვისი სერვისებით სარგებლობისათვის ხელის შეშლის მიზნით;
- კრიმინალური ან უკანონო ქმედებების წახალისების მიზნით;
- ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის მცდელობისათვის.
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი განაცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ ის:
- არის 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი;
- არის სრული ქმედუნარიანი, არ იმყოფება ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ალკოჰოლური ან სხვაგვარი ზემოქმედების ქვეშ. არ იმყოფება ძალადობის, მუქარის, თაღლითობის ან სხვაგვარი ზეწოლის ქვეშ, სრულად იაზრებს საკუთარი ქმედების არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
- აქვს სრული უფლებამოსილება იმისათვის, რომ იკისროს და შეასრულოს ამ წესებითა და პირობებით განსაზღვრული ვალდებულებები;
- გაეცნო და ეთანხმება წესებსა და პირობებს;
- მის მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი ინფორმაცია, მონაცემი ან/და დოკუმენტი არის უტყუარი, სრული, ზუსტი და სარწმუნო, ამასთანავე, საჭიროების შესაბამისად, ის განახორციელებს ინფორმაციის განახლებას;
- სერვისებით სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, მისი ყოველი ქმედება იქნება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში და არ ხელყოფს მესამე პირთა კანონიერ ინტერესებს; ასევე, იძლევა გარანტიას, რომ მისი ქმედება არ იქნება მიმართული EV POWER-ის ან/და ნებისმიერი მესამე პირის მოტყუებისაკენ;
- მომსახურების გამოყენების მთელი პერიოდის განმავლობაში, მათი ყოველი მოქმედება სრულად შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და არ დაარღვევს მესამე მხარეების კანონიერ ინტერესებს.
- ასევე გარანტირებენ, რომ მათი ქმედებები არ იქნება მიმართული EV POWER-ის და/ან ნებისმიერი მესამე მხარის მოტყუებისკენ.
- Visa ან Mastercard ბარათი, რომლის დეტალებსაც აწვდის EV POWER-ს, არის მისი პირადი და აქვს საკმარისი თანხები იმისათვის, რომ განახორციელოს გადახდის ოპერაცია.
- რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები არის მისი პირადი მონაცემები, ეკუთვნის უშუალოდ მას და არა სხვა პირს.
აპლიკაციით სარგებლობა
აპლიკაცია თქვენ გადმოგეცემათ ლიცენზიით, რაც გულისხმობს, რომ თქვენ გეძლევათ არაექსკლუზიური, არაგადაცემადი, შეზღუდული უფლება ჩამოტვირთოთ აპლიკაცია პირადი გამოყენებისათვის თქვენს მოწყობილობაზე, iOS-ის ან Android-ის გამოყენების წესების შესაბამისად.
თქვენ არ ხართ უფლებამოსილი აპლიკაცია გამოიყენოთ ისეთი სახით:
- რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს აპლიკაციის (ან აპლიკაციასთან დაკავშირებული სერვერებისა და ქსელების) დაზიანება, გათიშვა, გადატვირთვა ან შეფერხება;
- რომელიც ხელს შეუშლის სხვა პირებს აპლიკაციის (ან აპლიკაციასთან დაკავშირებული სერვერებისა და ქსელების) გამოყენებასა და სარგებლობაში.
თქვენ თანხმდებით და გაცნობიერებულ თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ სრულად ხართ პასუხისმგებელი აპლიკაციით სარგებლობისათვის, ასევე წესებითა და პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების ნებისმიერი დარღვევისათვის და ასეთი დარღვევის შედეგებისთვის (მათ შორის ნებისმიერი პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზარალის ან დაზიანებისათვის, რომელიც შესაძლოა მიადგეს EV POWER-ს).
იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირი იყენებს აპლიკაციას თქვენს მოწყობილობაზე თქვენი ნებართვით, პასუხისმგებლობა წესებისა და პირობების შესრულებაზე თქვენვე გეეკისრებათ და ნებისმიერი დარღვევა თქვენი პასუხისმგებლობაა.
ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირი თქვენს მოწყობილობაზე კონტროლს მიიღებს თქვენი ნებართვის გარეშე, ჩვენ გირჩევთ, მიიღოთ შესაბამისი ზომები, რადგან EV POWER არ არის პასუხისმგებელი მოწყობილობის ნებისმიერი არასათანადო გამოყენებისა ან/და დაზიანებისათვის.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა და აპლიკაციის წვდომები
კონფიდენციალურობის პოლიტიკა აღწერს, თუ როგორ ამუშავებს EV POWER თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ასევე როგორ იცავს მათ კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებას რათა აღნიშნული დაცული იყოს უნებართვო/უკანონო წვდომისგან, დამუშავებისაგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან, ცვლილებებისაგან, გასაჯაროებისაგან ან განადგურებისგან.
აპლიკაციის გადმოწერით, მასზე წვდომით, ვებ-გვერდზე რეგისტრაციით, ასევე სერვისებით სარგებლობისას თქვენ ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობებს, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებაზე კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
აპლიკაცია, შესაძლოა, მოითხოვდეს წვდომას თქვენი მოწყობილობის ისეთ ფუნქციებზე, რომლებიც არ ეკუთვნის თავად აპლიკაციას. ამას ეწოდება „წვდომები“ (permissions) და თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
iOS აპლიკაციის ჩამოტვირთვა Apple App Store-დან და შესაბამისი განაცხადები
თქვენ აღიარებთ და გაცნობიერებულ თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ:
- წესები და პირობები ფორმდება მხოლოდ თქვენსა და EV POWER-ს შორის და არა თქვენსა და Apple-ს შორის;
- iOS აპლიკაციისა და მისი შინაარსის მიმართ სრულად პასუხისმგებელია EV POWER და არა Apple;
- თქვენი iOS აპლიკაციის გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს Apple Media Services-ის წესებსა და პირობებს, რომელთა პერიოდული გადახედვაც თქვენს პასუხისმგებლობაში შედის.
- თქვენ აღიარებთ და აცხადებთ, რომ Apple-ს არ გააჩნია არანაირი ვალდებულება უზრუნველყოს iOS აპლიკაციასთან დაკავშირებული ტექნიკური მხარდაჭერა ან მომსახურება.
- თქვენ აღიარებთ და აცხადებთ, რომ Apple-ს არ აქვს ვალდებულება iOS აპლიკაციის მიმართ.
- თქვენ აღიარებთ და აცხადებთ, რომ Apple-ს არ გააჩნია არანაირი ვალდებულება iOS აპლიკაციასთან მიმართებით. ნებისმიერი პრეტენზიის, ზარალის, პასუხისმგებლობის, დაზიანების, ხარჯის ან დანაკარგის მიმართ, რომლებიც წარმოიშობა რაიმე გარანტიასთან შეუსაბამობის გამო, პასუხისმგებელი იქნება EV POWER, თუ ქვემოთ აღნიშნული სხვაგვარად არ არის განსაზღვრული ან შეზღუდული.
- თქვენ და EV POWER აღიარებთ და აცხადებ, რომ Apple არ არის პასუხისმგებელი თქვენი ან მესამე მხარის ნებისმიერი პრეტენზიის განხილვაზე, რომელიც უკავშირდება iOS აპლიკაციას ან თქვენ მიერ აპლიკაციის ფლობასა და გამოყენებას, მათ შორის, და არამხოლოდ:
- პროდუქტთან/მომსახურებასთან მიმართებით მოთხოვნებზე;
- ნებისმიერ პრეტენზიაზე, იმის თაობაზე, რომ iOS აპლიკაცია ვერ აკმაყოფილებს მოქმედი კანონმდებლობის ან რეგულაციის მოთხოვნებს;
- მომხმარებელთა უფლებების დაცვის ან მსგავსი კანონმდებლობის საფუძველზე წარმოშობილ მოთხოვნებზე.
- თქვენ და EV POWER აღიარებთ და აცხადებთ, რომ მესამე პირთა ნებისმიერ პრეტენზიებზე, რომელიც ეხება iOS აპლიკაციის ან მისი გამოყენების შედეგად მესამე პირთა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევას, პასუხისმგებელია მხოლოდ EV POWER და არა Apple.
- თქვენ და EV POWER აღიარებთ და ეთანხმებით, თქვენს მიერ წესებსა და პირობებზე თანხმობის გაცხადების შემთხვევაში, Apple-სა და Apple-ის შვილობილ კომპანიებს ექნებათ უფლება მოგთხოვონ აღნიშნულით გათვალისწინებული პირობების შესრულება.
- წესებისა და პირობების სხვა პირობების შეზღუდვის გარეშე, თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ ყველა შესაბამისი მესამე მხარის ხელშეკრულების პირობები აპლიკაციის გამოყენებისას.
- თქვენ აღიარებთ და აცხადებთ, რომ iOS აპლიკაციის განახლებები ექვემდებარება Apple-ის მხრიდან დამტკიცებას და EV POWER და მისი წარმომადგენლები არ არიან პასუხისმგებელნი არანაირ პირდაპირ ან არაპირდაპირ, მატერიალურ ან არამატერიალურ ზიანზე/დანაკარგზე, რომელიც გამოწვეული იქნება განახლებების დამტკიცების პროცესის ნებისმიერი დაგვიანებით Apple-ის მხრიდან.
ანგარიში, ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაცია და პაროლები
ანგარიში და ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაცია:
- იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ სერვისების გარკვეული ასპექტებითა და ფუნქციებით სარგებლობა, აუცილებელია შექმნათ ანგარიში.
- გაითვალისწინეთ, რომ ყველასთვის, ვინც წარმოადგენს აუცილებელ ინფორმაციას, ანგარიშის შექმნა უფასო და ხელმისაწვდომია, იმ შეზღუდვებისა და პირობების გათვალისწინებით, რომლებიც მოცემულია წესებსა და პირობებში.
- ანგარიშის შესაქმნელად აუცილებელია - თქვენი ელ-ფოსტის მისამართი. რეგისტრაციის პროცესში წარდგენილი ინფორმაცია წესებსა და პირობებში ან კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, შემდგომში, მოხსენიებული იქნება, როგორც „ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაცია“.
- თქვენ ასევე შესაძლებლობა გაქვთ თქვენს პროფილში დაამატოთ დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის თქვენი სახელი და გვარი, თუმცაღა სერვისებით სარგებლობისათვის აღნიშნული სავალდებულო არ არის.
- ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენისას თქვენ აცხადებთ და იძლევით გარანტიას, რომ წარდგენილი ინფორმაცია სწორი და ზუსტია.
- არასწორი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენ აგეკრძალოთ სერვისებით სარგებლობა EV POWER-ის სრული დისკრეციით.
- EV POWER უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, აუკრძალოს/შეუზღუდოს ნებისმიერ პირს EV POWER-ის აპლიკაციაზე/ვებ-გვერდზე წვდომა, დაბლოკოს ან გააუქმოს ნებისმიერი მომხმარებლის პირადი ანგარიში, თუ ის არღვევს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას ან/და ამ წესებისა და პირობების მოთხოვნებს.
პაროლები და ავტორიზებული მომხმარებლები:
- ანგარიშის რეგისტრაციისას თქვენ მოგეთხოვებათ, რომ მიუთითოთ პაროლი. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პასუხისმგებლობაა შექმნათ საკმარისად რთული პაროლი, რომელიც მესამე პირთათვის ადვილად გამოსაცნობი არ იქნება.
- გარდა ამისა, თქვენვე ხართ პასუხისმგებელი თქვენი პაროლის კონფიდენციალურობის დაცვაზე და ყველა ქმედებაზე, რომელიც თქვენს ანგარიშზე განხორციელდება — იქნება ეს თქვენს მიერ თუ მესამე პირის მიერ.
- თქვენ ვალდებული ხართ და აცხადებთ თანხმობას, მასზედ რომ დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ თქვენ ანგარიშზე ნებისმიერი უნებართვო წვდომის შესახებ.
- თუ თქვენ ხართ ავტორიზებული მომხმარებელი, ხაზგასმით გირჩევთ, რომ ყოველი სესიის დასრულების შემდდომ გამოხვიდეთ ანგარიშიდან, ან არ დატოვოთ გახსნილი ანგარიში უყურადღებოდ.
- EV POWER და მისი წარმომადგენლები არ არიან პასუხისმგებელნი რაიმე სახის პირდაპირ თუ არაპირდაპირ, მატერიალური თუ არამატერიალური სახის ზიანზე/ზარალზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას თქვენს მიერ ანგარიშიდან არ გამოსვლის, სესიის უყურადღებოდ დატოვების, ან მესამე პირის მიერ თქვენი ანგარიშის გამოყენების შედეგად.
აპლიკაციის ანგარიში
აპლიკაცია მოიცავს ფუნქციას „ანგარიში“, რომელიც საშუალებას აძლევს ავტორიზებულ მომხმარებლებს ანგარიშზე თანხის დამატების, ავტოსატრანსპორტო საშუალების დატენვისა და ანგარიშზე არსებული თანხიდან, დამტენ სადგურებში, დატენვის საფასურის გადახდისა.
აღნიშნული ფუნქციასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირებულია წესებისა და პირობების მე-8 მუხლში. აღნიშნული ფუნქციის გამოყენებისას თქვენ ექვემდებარებით ხსენებულ მუხლში მოცემულ წესებსა და პირობებს.
ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაცია:
- როგორც ავტორიზებულ მომხმარებელს, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დაამატოთ თანხა თქვენს სახელზე გახსნილ ანგარიშზე, რათა შეძლოთ ავტოსატრანსპორტო საშუალების დატენვის საფასურის გადახდა დამტენ სადგურებში.
- ანგარიშზე დამატებული თანხა ინახება თქვენს სახელზე.
- გაითვალისწინეთ, რომ სერვისებით სარგებლობისათვის თქვენ უნდა იყოთ არანაკლებ 18 წლის.
გადახდებთან დაკავშირებული ინფორმაცია და გადახდის დამუშავება:
- ანგარიშზე თანხის დასამატებლად თქვენ მოგეთხოვებათ, რომ მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია:
- საბანკო ბარათის ნომერი;
- ბარათის მოქმედების ვადა;
- ბარათის უსაფრთხოების კოდი (CVC).
- შენიშვნა: წესებსა და პირობებში ან კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ხსენებული ინფორმაცია მოიხსენიება, როგორც „გადახდებთან დაკავშირებული ინფორმაცია“.
- თქვენ ასევე უნდა მიუთითოთ ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტის მისამართი, რათა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს თქვენთან კომუნიკაცია.
გადახდის დამუშავება:
- გადახდის დამუშავებას ახორციელებს გადახდის მომსახურების პროვაიდერი ან უშუალოდ საბანკო დაწესებულება.
- მას შემდეგ, რაც ტრანზაქციები დადასტურდება, ისინი მუშავდება ამ უკანასკნელთა წესების, პროცედურებისა და პირობების შესაბამისად.
- EV POWER და გადახდის მომსახურების პროვაიდერები/საბანკო დაწესებულებები დამოუკიდებელი კომპანიები არიან და EV POWER არ ახდენს გავლენას გადახდის მომსახურების პროვაიდერებზე/საბანკო დაწესებულებებზე.
- შესაბამისად, EV POWER და მისი წარმომადგენლები არ არიან პასუხისმგებელნი რაიმე სახის პირდაპირ თუ არაპირდაპირ, მატერიალურ თუ სხვა სახის ზიანზე/ზარალზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას გადახდის მომსახურების პროვაიდერების/საბანკო დაწესებულებების შეცდომის ან სისტემური ხარვეზის შედეგად.
- შენიშვნა: წესებსა და პირობებში „გადახდის მომსახურების პროვაიდერებად“ ასევე შეიძლება მოხსენიებული იყოს PayPal, Apple Pay და Google Pay.
- ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იკრიბება გადახდის მომსახურების პროვაიდერების/საბანკო დაწესებულებების მიერ მათ დაცულ სერვერებზე, წარმოადგენს მხოლოდ მათ პასუხისმგებლობას.
- EV POWER-ს არ აქვს წვდომა თქვენს ფინანსურ მონაცემებზე და შესაბამისად, ის ვერ იღებს პასუხისმგებლობას მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევებზე, რომლებსაც შესაძლოა, ადგილი ქონდეს გადახდის მომსახურების პროვაიდერების/საბანკო დაწესებულებების სერვერების პრობლემების ან მავნე მომხმარებელთა ქმედებების გამო.
თანხის დამატება თქვენს ანგარიშზე:
- ანგარიშზე არსებული თანხა გამოხატულია ლარში. თანხის დამატებისას თქვენ ირჩევთ იმ თანხის მოცულობას, რომლის დამატებაც გსურთ.
- თანხის წარმატებით დამატების შემდეგ თქვენ მიიღებთ დადასტურებას ელ. ფოსტაზე, სადაც მითითებული იქნება დამატებული თანხის ოდენობა და თქვენი ანგარიშის მიმდინარე ბალანსი.
- ბალანსის შემოწმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, აპლიკაციიდან.
- იმ შემთხვევაში თუ თანხა ჩარიცხეთ შეცდომით ან გაჩუქეს თანხა თქვენს ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, მისი დაბრუნება შეუძლებელია.
ფასები და დატენვის საფასური:
- დატენვამდე, აპლიკაციაში გამოგიჩნდებათ ინფორმაცია დატენვის ფასის ან ფასის გამოთვლის მეთოდის შესახებ.
- დატენვის დასრულების შემდეგ, აპლიკაციაში გამოჩნდება საბოლოო გადასახადი (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „დატენვის საფასური“).
- დატენვის საფასური არის ფიქსირებული და განისაზღვრება დამტენი სადგურის მდებარეობის ქვეყანაში არსებული ეროვნული ვალუტით.
- იგი მოიცავს ყველა დამატებით მოსაკრებელს და/ან კანონით გათვალისწინებულ გადასახადს.
- ზოგიერთი დამტენი სადგური დატენვის საფასურს აკისრებს ავტოსატრანსპორტო საშუალების დატენვის მდგომარეობის/მაჩვენებლის (state of charge) გათვალისწინებით, კერძოდ, იმის და მიხედვით, თუ რა დონეზეა ბატარეა დატენვისას — საფასური გამოითვლება ბატარეის დატენვის დონის ცვლილების მიხედვით (მაგ. 30%-დან 80%-მდე).
- ამასთანავე, თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა აკონტროლოთ თქვენი ავტოსატრანსპორტო საშუალების დატენვის პროცენტული მაჩვენებელი, რათა თავიდან აიცილოთ დამატებითი გადასახადები (მაგალითად, „overstay fee“, „connection fee“), რომლებიც არ არის უშუალოდ დატენვის საფასურში შეტანილი.
- EV POWER არ იღებს პასუხისმგებლობას დამტენი სადგურების ან მესამე პირების მიერ დაწესებულ დამატებით გადასახადებზე.
- დატენვის დასრულების შემდეგ თქვენ მიიღებთ ელ.ფოსტაზე დადასტურებას ჩამოჭრილი თანხისა და დარჩენილი ბალანსის შესახებ.
- დატენვის ფასები და გადასახადები წარმოდგენილია აპლიკაციაში. მომხმარებელი აღიარებს და აცხადებს თანხმობას, მასზედ რომ დატენვის დაწყებამდე ფასების გადამოწმება მისი პასუხისმგებლობაა.
გადახდის მეთოდები:
დატენვის საფასურის გადასახდელად ხელმისაწვდომია შემდეგი გადახდის მეთოდები:
- ბალანსის შევსება (Top Up) - ამ მეთოდის გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას მასზედ, რომ აპლიკაციის გამოყენებისას და დატენვის პროცესის დასრულებისას, EV POWER-ს უფლება აქვს ჩამოგაჭრათ ბალანსიდან ის თანხა, რომელიც მითითებულია დატენვის შეჯამების სექციაში როგორც „დატენვის საფასური“.
- ამასთანავე, დატენვის დასრულების შემდეგ თქვენ მიიღებთ ინვოისს დატენვის საფასურის შესახებ და ელ. ფოსტაზე დადასტურებას ჩამოჭრილი თანხისა და ანგარიშზე დარჩენილი ბალანსის შესახებ. გაითვალისწინეთ, რომ თუ მომხმარებლის ბალანსი ჩამოცდება 3 ლარს ქვემოთ, დატენვის სესია ავტომატურად შეჩერდება. აღნიშნული მიზნად ისახავს, რომ ანგარიშსწორებული იქნას „კავშირის საფასური“. ამასთანავე, ბალანსის გარეშე დატენვის გაგრძელება შეუძლებელია.
- ერთჯერადი გადახდა საბანკო ბარათით (Ad Hoc payments) - ამ მეთოდის გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას მასზედ, რომ აპლიკაციის გამოყენებისა და დატენვის პროცესის დაწყებამდე, EV POWER-ს უფლება აქვს წინასწარ დაარეზერვოს თქვენს ბარათზე თანხა, რომელიც ტოლია ფასი თითო კილოვატსაათზე × 100 (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „დარეზერვებული თანხა“).
- თუ საბოლოო დატენვის საფასური ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე დარეზერვებული თანხა, EV POWER უკან დაგიბრუნებთ სხვაობას.
- ამასთანავე, დატენვის დასრულების შემდეგ თქვენ მიიღებთ ინვოისს საბოლოო დატენვის საფასურის შესახებ.
დაბრუნება (Refunds):
- იმ შემთხვევაში თუ თანხა შეცდომით დაემატა თქვენს ანგარიშზე, ან გსურთ დაბრუნება იმ თანხისა, რომელიც თქვენი ბარათიდან დაამატეთ, დარჩენილი ბალანსის დაბრუნება შეუძლებელია.
- ყველა გადახდა არის საბოლოო და თანხები დაბრუნებას არ ექვემდებარება.
ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და მომხმარებლის მიერ მოწოდებულ უკუკავშირზე უფლებები
ინტელექტუალური საკუთრების უფლებები
თქვენ აცხადებთ და აღიარებთ, რომ:
- სერვისებთან მიმართებით აქტუალურია საკუთრებისა და კონფიდენციალურ ინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხები, რომლის სამართლებრივი დაცვაც გარანტირებულია ინტელექტუალური საკუთრებისა და სხვა შესაბამისი კანონებით.
- EV POWER და/ან მესამე პირები (ლიცენზიის საფუძველზე) ფლობენ ყველა უფლებას სერვისებზე და იმ შინაარსზე, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს ან ხელმისაწვდომი გახდეს სერვისების მეშვეობით, მათ შორის, შეზღუდვების გარეშე, ყველა ინტელექტუალურ საკუთრების უფლებას.
- ყველა უფლება, რომელიც პირდაპირ არ არის თქვენთვის მონიჭებული წესებითა და პირობებით, რჩება EV POWER-სა და მისთვის ლიცენზიის მიმნიჭებელს.
- შენიშვნა: ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ნიშნავს ყველა იმ უფლებას, რომელიც ნებისმიერ დროს არსებობს პატენტის, საავტორო, კომერციული საიდუმლოების, სავაჭრო ნიშნების, უსამართლო კონკურენციისა და სხვა მსგავსი კანონების საფუძველზე, ასევე ყველა განაცხადს, განახლებას, გაგრძელებასა და აღდგენას, როგორც ახლა, ისე მომავალში, მსოფლიოს ნებისმიერ იურისდიქციაში — იქნება ეს რეგისტრირებული თუ არარეგისტრირებული. (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ინტელექტუალური საკუთრების უფლებები“)
თქვენ აცხადებთ და ადასტურებთ, რომ არ მოახდენთ და არ მისცემთ უფლებას მესამე პირებს განახორციელონ:
- სერვისების ან სერვისების მეშვეობით ხელმისაწვდომი შინაარსის კოპირება, გაყიდვა, ლიცენზირება, გავრცელება, გადაცემა, მოდიფიცირება, ადაპტირება, თარგმნა, გადამუშავება, დეკომპილაცია, უკუღმა ინჟინერია, დისასემბლირება ან სხვა გზით პროგრამული კოდის მოპოვება;
- გადატრიალება უსაფრთხოების სისტემების, რომლებიც ჩაშენებულია ან გამოიყენება სერვისებში.
- EV POWER-ის ან ნებისმიერი მესამე პირის საავტორო უფლებების, სავაჭრო ნიშნების ან სხვა საკუთრების უფლებით დაცული უფლებების თაობაზე შეტყობინებების/ნიშნების მოცილება, დამალვა ან შეცვლა.
- სერვისების შინაარსი, განლაგება და დიზაინი, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, სავაჭრო ნიშნები, ფოტოები, ლოგოები, ვიდეოები, აუდიო, სურათები, ტექსტი (უბრალო ტექსტის, HTML-ის ან PDF-ის სახით) და კომპიუტერული კოდი — ეკუთვნის EV POWER-ს, ან არის გამოყენებული ლიცენზიის საფუძველზე.
- მათი კოპირება, გამრავლება, ჩვენება, გავრცელება, გადაცემა, დეკომპილაცია ან სხვა გზით გამოყენება დაუშვებელია EV POWER-ის პირდაპირი ნებართვის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, რასაც სერვისების ფუნქციონალი ან წესები და პირობები უშვებს.
- ნებისმიერმა უნებართვო გამოყენებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს სამოქალაქო ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, მათ შორის ინტელექტუალური საკუთრების მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ამასთანავე, EV POWER მიიღებს შესაბამის ზომებს.
- წინამდებარე მუხლი ვრცელდება მესამე პირების ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზეც, რომელიც წარმოშობილია სერვისების ფარგლებში, მათ შორის მესამე პირების კომპიუტერულ კოდზე.
- შენიშვნა: წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის კომპიუტერული კოდი მოიცავს, შემდეგს და არამხოლოდ: პროგრამული კოდის საწყის ვერსიებს ნებისმიერ ენაზე, ობიექტურ კოდს, ჩარჩოებს, CSS, PHP, JavaScript ან მსგავს ფაილებს, შაბლონებს, მოდულებს და მათთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას.
თქვენს მიერ მოწოდებული უკუკავშირი:
- იმ შემთხვევაში თუ თქვენ EV POWER-ს, ნებისმიერი გზით, გადასცემთ რაიმე წინადადებას სერვისების ან EV POWER-ის საქმიანობის გაუმჯობესების თაობაზე (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „უკუკავშირი“), მაშინ EV POWER ფლობს ყველა უფლებას, მფლობელობასა და ინტერესს ასეთ უკუკავშირთან მიმართებით და შეუძლია მისი შეზღუდვების გარეშე გამოყენება.
- თქვენ გამოუხმობადად ანიჭებთ ყველა უფლებას EV POWER-ს და უარს ამბობთ თქვენს უფლებებზე აღნიშნულ უკუკავშირთან მიმართებით EV POWER-ის, მისი მემკვიდრეებისა და უფლებამოსილი პირების სასარგებლოდ.
- თქვენ თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ საჭიროების შემთხვევაში გაუწიოთ დახმარება EV POWER-ს, რათა დაადასტუროს, სრულყოს და დაიცვას თავისი უფლებები უკუკავშირთან მიმართებით.
- თქვენ აღიარებთ და თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ უკუკავშირის მიწოდებით, EV POWER-სგან არ გეკუთვნით არანაირი ანაზღაურება ან კომპენსაცია ნებისმიერ შემთხვევაში.
სერვისით სარგებლობის შეფერხება
მომსახურების შეწყვეტა
- დრო და დრო სერვისებით (ან მათი რომელიმე ნაწილით) სარგებლობა, შესაძლოა, დროებით მიუწვდომელი გახდეს ტექნიკური მომსახურებისა და/ან სერვისებზე ცვლილებების განხორციელების აუცილებლობის გამო.
- მიუხედავად იმისა, რომ EV POWER ყველა ძალისხმევას იხმარს იმისათვის, რომ ასეთი შეფერხება იყოს მაქსიმალურად მოკლე, EV POWER და მისი წარმომადგენლები არ არიან პასუხისმგებელნი ნებისმიერი სახის პირდაპირი თუ არაპირდაპირ, მატერიალურ თუ არამატერიალურ დანაკარგზე/ზარალზე - რომელიც შესაძლოა წარმოიშვას სერვისების ნორმალური ფუნქციონირების შეწყვეტის ან შეფერხების შედეგად, და სრულად უარყოფენ ამასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას.
თქვენი ანგარიშის შეჩერება ან შეწყვეტა, სერვისებით სარგებლობის შეწყვეტა
- თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ EV POWER თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ნებისმიერ შემთხვევაში, უფლებამოსილია (მაგრამ არა ვალდებული) დაბლოკოს თქვენი IP მისამართი, გააუქმოს თქვენი ანგარიშის ავტორიზაციის მონაცემები ან სხვაგვარად შეზღუდოს/შეწყვიტოს თქვენი წვდომა სერვისებზე (ან მათ რომელიმე ნაწილზე) დაუყოვნებლივ და ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ EV POWER მიიჩნევს, რომ თქვენ იმოქმედეთ წესებისა და პირობების ან კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობების ან წერილობითი მოთხოვნების წინააღმდეგ, ასევე იმ შემთხვევაში თუ ის მიიჩნევს, რომ დაარღვიეთ ნებისმიერი სხვა საჯაროდ გამოქვეყნებული პოლიტიკა.
- თქვენ აცხადებთ თანხმობას მასზედ, რომ EV POWER და მისი წარმომადგენლები არ არიან პასუხისმგებელნი თქვენს ან მესამე პირთა წინაშე არანაირი სახის პირდაპირ თუ არაპირდაპირ, მატერიალურ თუ არამატერიალურ ზიანზე/დანაკარგზე — რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს თქვენი სერვისებზე წვდომის შეწყვეტით ან EV POWER-ის მიერ სერვისების (ან მათი რომელიმე ნაწილის) შეწყვეტით.
- თქვენ უფლებამოსილი ხართ შეწყვიტოთ სერვისებით სარგებლობა თქვენი ანგარიშის გაუქმებით აპლიკაციის საშუალებით „Remove account“ ფუნქციის მონიშვნით.
- ანგარიშის გაუქმების შემდეგ, ანგარიშში დარჩენილი ნებისმიერი თანხა, არ ექვემდებარება დაბრუნებას.
- სერვისებით სარგებლობის შეწყვეტა ან მათზე თქვენი წვდომის შეწყვეტა ავტომატურად იწვევს წესებისა პირობების შეწყვეტას თქვენსა და EV POWER-ს შორის.
- ამასთან, ყველა ის დებულება, რომელიც თავისი ბუნებით უნდა გაგრძელდეს შეწყვეტის შემდეგ — მათ შორის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ დებულებები, პასუხისმგებლობის უარყოფა, ანაზღაურების ვალდებულებები და პასუხისმგებლობის შეზღუდვები — რჩება ძალაში.
გარე ბმულები (External Links)
ზოგადი გარე ბმულები
- დრო და დრო EV POWER-მა შესაძლოა, უზრუნველყოს სხვა ვებ-გვერდების ან სერვისების ბმულების მითითება.
- სერვისებით სარგებლობისას მიღებულმა ბმულებმა შეიძლება გადაგამისამართოთ ვებ-გვერდებზე ან სერვისებზე, რომლებიც არ ექცევა წესებისა და პირობების მოქმედების ფარგლებში.
- გაითვალისწინეთ, რომ როდესაც ასეთ მესამე პირთა ვებ-გვერდებსა თუ სერვისებზე გადამისამართდებით და აღნიშნულით ისარგებლებთ, მოცემულს ახორციელებთ თქვენივე რისკით.
- EV POWER უზრუნველყოფს ხსენებული ბმულების მითითებას მხოლოდ თქვენი მოხერხებულობისათვის და არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენს მიერ აღნიშნული სხვა ვებ-გვერდების, სერვისების გამოყენებაზე ან კონფიდენციალურობის დაცვაზე (მათ შორის პირადი მონაცემების დამუშავებაზე).
- EV POWER გირჩევთ, რომ შეამოწმოთ ნებისმიერი ვებ-გვერდის ან სერვისის წესები და პირობები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელსაც სტუმრობთ/რომლითაც სარგებლობთ.
- EV POWER არ იძლევა რაიმე გარანტიას იმ ვებ-გვერდების ან სერვისების შინაარსზე, რომლებზე წვდომასაც ბმულზე გადასვლის შედეგად იღებთ, ასევე, EV POWER არ იძლევა გარანტიას არც იმ სერვისებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია ასეთ ვებ-გვერდებზე (სასყიდლიანი ან უფასო), და არც იმ მესამე პირებზე, რომლებიც ამ ვებ-გვერდებს ამუშავებენ.
- EV POWER ან მისი წარმომადგენლები არ იქნებიან პასუხისმგებელნი რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი, მატერიალური ან არამატერიალური ზიანის/ზარალისათვის რომელიც გამოწვეულია:
- თქვენს მიერ იმ ვებ-გვერდების, სერვისების ან მათზე არსებული ინფორმაციის გამოყენების შედეგად, რომლის ბმულზე წვდომაც მიიღეთ სერვისებით სარგებლობისას;
- ვირუსის, „Trojan horse“-ის, „worm“-ის ან სხვა მსგავსი ფაილის მიღების შედეგად, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს აღნიშნული ვებ-გვერდების ან სერვისების გამოყენების შედეგად;
- ნებისმიერი შინაარსის ან სერვისის (უფასოს ან ფასიანის) გამოყენებით ან მასზე დაყრდნობით, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულით გადამისამართებულ ვებ-გვერდზე ან სერვისზე;
- ამ ვებ-გვერდების ან სერვისების ოპერატორების ქმედებების გამო.
- EV POWER გირჩევთ, რომ ყოველთვის გადაამოწმოთ წესები და პირობები და/ან კონფიდენციალურობის პოლიტიკა ნებისმიერ ვებ-გვერდზე ან ნებისმიერი სერვისით სარგებლობისას.
Google Maps-ის გამოყენება
- სერვისებით სარგებლობისას გამოიყენება Google Maps პლატფორმა მრავალ ფუნქციასთან მიმართებით, შესაბამისად, შესაძლოა, Google Maps გაიხსნას შესაბამისი ბმულით.
- თქვენს მიერ Google Maps-ის გამოყენება, სერვისებით სარგებლობის ფარგლებში ან დამოუკიდებლად, რეგულირდება:
- Google Maps/Google Earth დამატებითი მომსახურების პირობებით
- Google კონფიდენციალურობის პოლიტიკით
- შენიშვნა: EV POWER-ის რეკომენდაციაა, რომ წაიკითხოთ აღნიშნული დოკუმენტები.
გარანტიის უარყოფა (Disclaimer of Warranties)
- თქვენ სრულად აღიარებთ და აცხადებთ თანხმობას მასზედ, რომ სერვისებით, მათზე არსებული ინფორმაციით ან მასალებით სარგებლობა (EV POWER-ის ან მესამე მხარის მიერ მიწოდებული), ან ნებისმიერი მოქმედება, რომელიც გამომდინარეობს სერვისებით ან მათზე არსებული ინფორმაცით სარგებლობიდან (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, დამტენი სადგურის გამოყენება), ასევე სერვისებიდან გადმოწერილი/სტრიმინგით მიღებული მასალების გამოყენება ხდება თქვენი სრული რისკით.
- სერვისები, მათზე არსებული მასალები ან მესამე მხარის მასალები წარმოდგენილია „როგორც არის“ და „როგორც ხელმისაწვდომია“ პრინციპით, და თქვენ სრულად ხართ პასუხისმგებელი ნებისმიერი ზიანის ან მონაცემების დაკარგვისთვის, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს სერვისებიდან მიღებული მასალების გადმოწერის ან ხელმისაწვდომობის შედეგად.
- ასევე, თქვენ სრულად ხართ პასუხისმგებელი ნებისმიერი ზიანის ან დანაკარგისათვის (მატერიალური თუ არამატერიალური), რომელიც შეიძლება წარმოიშვას:
- სერვისების, მათზე არსებული ინფორმაციის ან გადმოწერილი მასალების გამოყენებიდან;
- სერვისების ან მათზე არსებული ინფორმაციის გამოყენების შედეგად განხორციელებული ნებისმიერი მოქმედებიდან (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, დამტენი სადგურის გამოყენება) ან გადმოწერილი მასალებიდან.
- EV POWER-ის თანამშრომლების, ფრილანსერების ან სხვა სუბკონტრაქტორების მიერ სერვისებით მოწოდებული ინფორმაცია ან რესურსები არის მაქსიმალურად სანდო შექმნის მომენტში, და ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგმულია იმისთვის, რომ ინფორმაცია სერვისებში იყოს ზუსტი და განახლებული.
- თუმცა, გარკვეული ინფორმაცია, შესაძლოა, შეიცვალოს, წარმოიშვას შეცდომები ან გაურკვევლობები, შესაბამისად, EV POWER და/ან მისი წარმომადგენლები არ არიან პასუხისმგებელნი პირდაპირ ან არაპირდაპირ, მატერიალურ ან არამატერიალურ ზიანზე/დანაკარგზე რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს სერვისებში ინფორმაციის შეცვლით, შეცდომებით ან გამოტოვებით.
- EV POWER მკაფიოდ უარყოფს ნებისმიერი სახის გარანტიებს, როგორც გამოხატულს, ისე ნაგულისხმევს, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ:
- საკუთრების უფლებების და უფლებების დარღვევის გარანტიები;
- გარანტიები, რომ სერვისები, მათზე არსებული ინფორმაცია ან გადმოწერილი მასალები და მესამე მხარის მასალები იქნება შეუფერხებელი, შეცდომების გარეშე, ზუსტი, სანდო და ვირუსების ან სხვა საშიში კომპონენტებისგან თავისუფალი;
- ნაგულისხმევი გარანტიები კომერციულად ვარგისიანობისა და კონკრეტული მიზნებისთვის შესაფერისობის შესახებ.
- EV POWER და მისი წარმომადგენლები არ იძლევიან გარანტიას მასზედ, რომ:
- სერვისებით სარგებლობა იქნება უსაფრთხო ან ხელმისაწვდომი კონკრეტულ დროს ან ადგილზე;
- ნებისმიერი დეფექტი, შეცდომა ან გამოტოვება იქნება გამოსწორებული;
- სერვისები ან მათი საშუალებით ხელმისაწვდომი ნებისმიერი შინაარსი ან პროგრამული უზრუნველყოფა თავისუფალი იქნება ვირუსებისა ან სხვა საშიში კომპონენტებისგან;
- სერვისების ფუნქციონირება ხელმისაწვდომი იქნება ან იმუშავებს თანაბრად კომპიუტერებსა და მობილურ ტელეფონებსა, ან სხვადასხვა მოწყობილობებზე;
- სერვისებით სარგებლობიდან გამომდინარე მიღებული შედეგები, ან ნებისმიერი მოქმედება, რომელიც გამომდინარეობს სერვისებიდან (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, დამტენი სადგურის გამოყენება) დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
- თქვენ გაცნობიერებულ თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ EV POWER ან მისი წარმომადგენლები არ არიან პასუხისმგებელი თქვენს წინაშე რაიმე სახის პირდაპირი, არაპირდაპირი, შემთხვევითი, სპეციალური, თანმდევი ზიანისთვის, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ შემოსავლის ან მოგების დაკარგვისათვის, მონაცემების დაკარგვის ან დაზიანებისათვის, საქმიანობის შეწყვეტისათვის ან ნებისმიერი სხვა ფინანსური დანაკარგისათვის, რომელიც წარმოიშობა სერვისებიდან ან დაკავშირებულია თქვენს მიერ სერვისებით სარგებლობასთან, მათ არასწორად გამოყენებასთან ან მათი გამოყენების შეუძლებლობასთან.
- აღნიშნული წესი მოქმედებს თუნდაც EV POWER წინასწარ გაფრთხილებული ყოფილიყო ასეთი ზიანის შესაძლებლობის შესახებ.
- აღნიშნული პასუხისმგებლობის შეზღუდვა ძალაშია, მიუხედავად იმისა, რა სამართლებრივ საფუძველზე წარმოიშობა მოთხოვნა — იქნება ეს ხელშეკრულება, გარანტია, ზიანის ანაზღაურება (tort), დაუდევრობა, თუ სხვა სამართლებრივი თეორია.
ანაზღაურების ვალდებულებისაგან გათავისუფლება
- მიუხედავად წესებსა და პირობებში არსებული ჩანაწერებისა, თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებული ხართ დაიცვათ და ანაზღაურების ვალდებულებისაგან გაათავისუფლოთ EV POWER, მისი წარმომადგენლები და პარტნიორები, იმ შემთხვევებში, თუ თქვენი ქმედების გამო წარმოიქმნება ზიანის, დავალიანების, ხარჯის ანაზღაურების ვალდებულება ან ნებისმიერი სარჩელი.
დავების გადაწყვეტა
- თუ მომხმარებელსა და EV POWER-ს შორის წარმოიშობა დავა, ისინი ყველა ღონეს იხმარენ, რათა შეძლონ დავის მოლაპარაკებით დასრულება.
- დავის მოლაპარაკებით დასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ.
გამოსაყენებელი სამართალი
- წესები და პირობები, ასევე თქვენს მიერ სერვისებით სარგებლობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დასკვნითი დებულებები
- წესები და პირობები, ნებისმიერი პოლიტიკა ან პირობები, რომელიც მის ნაწილს წარმოადგენს, კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ერთად, წარმოადგენს სრულ შეთანხმებას თქვენსა და EV POWER-ს შორის სერვისებით სარგებლობასთან მიმართებით.
- ისინი აუქმებს ყველა წინა შეთანხმებას, რაც თქვენსა და EV POWER-ს შორის ადრე არსებობდა.
- სერვისების გარკვეული ასპექტების გამოყენება შეიძლება დაექვემდებაროს მესამე პირის პირობებს ან კონფიდენციალურობის პოლიტიკას, როგორც აღნიშნულია ეს წესებსა და პირობებში.
- აპლიკაციის გამოყენება ასევე ექვემდებარება იმ მესამე პირის აპლიკაციის პირობებს, საიდანაც ჩამოტვირთეთ აპლიკაცია.
- EV POWER არ არის პასუხისმგებელი წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, თუ ასეთი შეუსრულებლობა გამოწვეულია ნებისმიერი მიზეზით, რაც EV POWER-ის კონტროლის ფარგლებს მიღმაა, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ: მექანიკური, ელექტრონული ან საკომუნიკაციო ხარვეზი, ან სხვა ნებისმიერი ფორს-მაჟორული გარემოება.
- წესებითა და პირობებით გათვალისწინებული რომელიმე პირობის ნებისმიერ დროს ძალადაკარგულად, ბათილად, არაკანონიერად ან განუხორციელებლად ჩათვლა არ იქონიებს გავლენას წესებისა და პირობების დანარჩენი პირობების იურიდიულ ძალაზე, კანონიერებასა და განხორციელებადობაზე.
- ბათილი დებულების ნაცვლად, გამოიყენება იმგვარი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა წესებითა და პირობებით (მათ შორის ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი.
- EV POWER-ს რომელიმე უფლების ან დებულებების გამოუყენებლობა უგულებელყოფა არ ნიშნავს უარს იმ უფლებაზე ან დებულებაზე.
- წესებისა და პირობების, ასევე, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში გამოყენებული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოსახერხებლობისთვისაა.
- წესები და პირობები, ასევე, კონფიდენციალურობის პოლიტიკა მომზადებულია ქართულ ენაზე.