ჩვენ შესახებ
სულ მწვანეზე გევლოს
კომპანიის ისტორია, 2021 წლიდან, ევროპიდან იწყება რა დროსაც დაიბადა იდეა - ჩვენი საერთაშორისო გუნდის ტექნიკური გამოცდილება მიმართულიყო მდგრადი განვითარებისკენ. ზუსტად 1 წელიწადში კი ევროპის რუკაზე პირველი დამტენი სადგური გამოჩნდა. 2023 წელს ევროპის მასშტაბით 15-ზე მეტი სადგური გვქონდა. ამ რიცხვმა, 2024 წელს კი 70 წერტილს გადააჭარბა.
დღეს EV Power არის ევროპული ჯგუფი Abio Green-ის ოფიციალური წევრი, რომელიც თავისი მდგრადი და განახლებადი გადაწყვეტებით ენერგეტიკული სფეროს გარდაქმნაში იღებს მონაწილეობას. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს EV Power მართავს ელექტრომობილების დამტენი სადგურების საერთაშორისო ქსელს.
ჩვენი ისტორია
კვიპროსში ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელის მოწყობის იდეა
2021
EV Power-ის დაარსება და რუკაზე პირველი წერტილების გამოჩენა
2022
რუკაზე 15-ზე მეტი საჯარო დამტენი წერტილის გამოჩენა. მწვანე, მოქნილი ტარიფებისა და ინდივიდუალური გადახდის სისტემის დანერგვა
2023
რუკაზე 70-ზე მეტი საჯარო დამტენი წერტილის გამოჩენა.
პან-ევროპული ექსპანსია ევროპისკენ და მათ შორის საქართველოსკენ.
ევროკავშირის როუმინგის იმპლემენტაცია
2024
R&D პროექტებში, მათ შორის ვირტუალური ელექტროსადგურების (VPPs) და V2G/V2H/V2L ტექნოლოგიების მიმართულებით ინვესტირება და მონაწილეობა.
ჩართვა Horizon-ის მიერ დაფინანსებულ კვლევით ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს V2G სისტემების ინტეგრირებას.
ელექტრომობილების დამტენი ქსელის გაფართოება და განვითარება
2025

EV Power არის Abio Green-ის ოფიციალური წევრი
Group of Companies.
Abio Green წარმოადგენს ევროპულ ჯგუფს, რომელიც ვერტიკალური ინტეგრაციის პრინციპზეა დაფუძნებული და მიზნად ისახავს ენერგეტიკული სექტორის ტრანსფორმაციას — საკუთარი მდგრადი და განახლებადი გადაწყვეტების დანერგვის გზით.
გარდა ამისა, Abio Green ითვლება მწვანე ფინანსურ-ტექნოლოგიურ (Green FinTech) პლატფორმად, რომელიც ინოვაციური ფინანსური ინსტრუმენტებით ხელს უწყობს და ამარტივებს ეკომეგობრული ინვესტიციების განხორციელებას ენერგეტიკის სფეროში.
ჩვენი გუნდი
MEET THE TEAM!
ირაკლი ბუხიაშვილი
Co-Founder, Managing Partner
ABIO-ში მიღებული ყოველი გადაწყვეტილება ერთ მთავარ მიზანს ემსახურება — ცვლილებების შთაგონებას.
ჩვენი ამოცანა მხოლოდ ენერგიის მიწოდება არ არის.
ჩვენ ვქმნით მდგრადობის კულტურას, სადაც მოხმარებული ყოველი კილოვატ-საათი დიდი ხედვისკენ ნაბიჯია — მსოფლიოსკენ, სადაც ენერგია ეკომეგობრული და ყველასთვის ხელმისაწვდომია.
მაიკლ ტუმბასი
Co-Founder, Chief Technology Officer
ABIO-ში ჩვენ მზად ვართ შევიტანოთ რევოლუციური ცვლილებები ელექტრომობილების დამუხტვის მიმართულებით — ინოვაციური, სანდო და მდგრადი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოყენებით.
ჩვენი მისიაა ელექტრომობილურობის ხელმისაწვდომი და მარტივი გახსნით დავაჩქაროთ გადასვლა უფრო სუფთა და ეკომეგობრულ მომავალზე.
ყოველი ჩვენს მიერ განხორციელებული დამუხტვა წარმოადგენს ნაბიჯს პლანეტის დაცვისა და მომავალი თაობებისთვის მდგრადი გარემოს შექმნისკენ.
რატი ახვლედიანი
Chief Executive Officer
ლიდერობა ნიშნავს პასუხისმგებლობას – როგორც ადამიანების, ისე გარემოსა და ჩვენი საერთო მიზნის წინაშე.
EV Power-ში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ენერგეტიკული გარდაქმნა დღეს იწყება.
ჩვენი მიზანია სანდო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებით ხელი შევუწყოთ საზოგადოებებისთვის სუფთა და ხელმისაწვდომ ენერგიაზე გადასვლას.
ჩვენ არ ვაშენებთ უბრალოდ ინფრასტრუქტურას — ჩვენ ვქმნით ახალ მოდელს, თუ როგორ უნდა მიიღოს მსოფლიომ ენერგია – უფრო ეკომეგობრულად.
ლინდა ნაყოფია
Business Developer
საქართველოში ელექტრომობილების დამტენ ქსელის განვითარება მხოლოდ სადგურების განთავსებას არ ნიშნავს – ეს წარმოადგენს მდგრადი ენერგეტიკული ცვლილებების საფუძველს.
ყოველი ახალი დამტენი ქვეყნის მომავალს უფრო ეკომეგობრულს ხდის, ხელს უწყობს სუფთა ენერგიაზე გადასვლას და ჯანსაღი ურბანული გარემოს ფორმირებას.
ჩვენთვის ეს პროცესი მხოლოდ ავტომობილების დამუხტვა არაა — ყოველი დამუხტვა ნაბიჯია საქართველოს ენერგეტიკულად პასუხისმგებელი და მდგრადი მომავლისკენ.
ჩვენი მიზანი
ჩვენი მიზანია მძღოლებს შევუქმნათ თავისუფალი და უშფოთველი მგზავრობის შესაძლებლობა, სადაც ელექტრომობილის დამუხტვა ნებისმიერ დროსა და ადგილას იქნება შესაძლებელი.
ამასთან, ბიზნესებისთვის გავხსნით ახალ შესაძლებლობებს — მათ შეძლებენ განავითარონ საკუთარი საქმიანობა ელექტრომობილების დამუხტვის სექტორში და ჩაერთონ ენერგეტიკული გარდაქმნის პროცესში.
გარდა ამისა, ჩვენ ვართ პლატფორმა მწვანე ინვესტიციებისთვის – როგორც ელექტრომობილების სერვისებში, ისე განახლებადი ენერგიის სფეროში.