კონფიდენციალობის პოლიტიკა
კონფიდენციალობის პოლიტიკა
მოგესალმებით შპს ,,ივ ფაუერ”-ის (ს/ნ 405736690) (შემდგომში მოხსენიებული, როგორც ,,EV POWER” ან ,,ჩვენ”) ვებ-გვერდსა და აპლიკაციაში. პირველ რიგში, გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი სერვისებით, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ აღნიშნული თქვენთვის სარგებლიანი იქნება.
ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ თქვენი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხებს.
ჩვენ გპირდებით, რომ:
- ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
- არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;
- ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
მნიშვნელოვანია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ზოგადი მონაცემთა დაცვის რეგულაციის (EU რეგულაცია 2016/679) (შემდგომში მოხსენიებული, როგორც GDPR), შესაბამისად, ჩვენ ვალდებულები ვართ მოგაწოდოთ ინფორმაცია თუ ვინ ვართ ჩვენ, როგორ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და რა საფუძვლით ვამუშავებთ მათ, ასევე, ინფორმაცია რომელ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, რა მიზნებით ვამუშევბთ მათ და რა ვადით ვინახავთ. გარდა ამისა ჩვენ ვალდებული ვართ მოგაწოდოთ ინფორმაცია თუ ვის გადავცემთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ასევე ინფორმაცია თქვენი უფლებების შესახებ, რომლებიც გაქვთ თქვენს პერსონალურ მონაცემებთან მიმართებით.
ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაცულობა, შესაბამისად, წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკაში (შემდგომში მოხსენიებული, როგორც ,,პოლიტიკა“) აღწერილია, თუ როგორ ხდება EV POWER-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, გამოყენება, შენახვა, გაზიარება, დაცვა.
ვებ-გვერდზე რეგისტრაციამდე, ასევე აპლიკაციის ინსტალაციამდე აუცილებელია, მიუთითოთ თანხმობა თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
ხაზგასმით აღვიშნავთ, რომ ვებ-გვერდი და აპლიკაცია არ არის განკუთვნილი ბავშვებისათვის, და ჩვენ შეგნებულად არ ვაგროვებთ და არ ვამუშავებთ ბავშვების პერსონალურ მონაცემებს.
პოლიტიკის მნიშვნელოვანი ასპექტები
წინამდებარე სექციაში წარმოდგენილია პოლიტიკის ძირითადი, მნიშვნელოვანი ასპექტები, რათა თქვენ უმოკლეს დროში მიიღოთ იმ ინფორმაციის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძირითადი ნაწილი, რომელიც წარმოდგენილია პოლიტიკაში. აღნიშნულის მიზანია, თქვენ შეძლოთ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება ჩვენი მხრიდან თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით. ყველა ცალკეულ საკითხთან მიმართებით კი დეტალებს იხილავთ პოლიტიკის შემდეგ ნაწილებში.
შემდეგი ცხრილი აჯამებს ძირითადი მონაცემების დამუშავების დეტალებს:
|
პერსონალური მონაცემები, რომელსაც, მხოლოდ თქვენი თანხმობით ვამუშავებთ |
რისთვის ვიყენებთ აღნიშნულ პერსონალურ მონაცემებს |
მესამე მხარეები, ვისთანაც ვაზიარებთ აღნიშნულ პერსონალურ მონაცემებს |
რა ვადით ვინახავთ აღნიშნულ პერსონალურ მონაცემებს |
|
|
|
საკონტაქტო ინფორმაცია – თქვენი სახელი, გვარი, ელ. ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი. |
გიკავშირდებით სერვისით სარგებლობის სხვადასხვა ასპექტებთან დაკავშირებით, მაგალითად დეტალებს თქვენს მიერ სერვისით სარგებლობის თაობაზე. |
კომპანიები, რომლებიც გვაწვდიან საკომუნიკაციო მომსახურებებს. |
მონაცემები ინახება თქვენს მიერ სერვისით სარგებლობის პერიოდსა და სერვისით სარგებლობის შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში. |
|
|
თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაცია – თქვენი ელ. ფოსტის მისამართი. |
გიმარტივებთ ავტორიზაციის პროცესს. |
მხარეები, რომლებიც სერვისისთვის ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფენ, როგორიცაა Google Play და Apple App Store. |
მონაცემები ინახება თქვენს მიერ სერვისით სარგებლობის პერიოდსა და სერვისით სარგებლობის შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში. |
|
|
გადახდებთან დაკავშირებული ინფორმაცია – მაგალითად, თქვენი საბანკო ბარათის მონაცემები. |
ინფორმაციას ვამუშავებთ, მაგალითად თქვენს ანგარიშზე თანხის დასამატებლად. |
გადახდის მომსახურების პროვაიდერები/საბანკო დაწესებულებები. |
მონაცემები ინახება თქვენს მიერ სერვისით სარგებლობის პერიოდში, სერვისით სარგებლობის შეწყვეტამდე. |
|
|
ინფორმაცია დამტენის მონტაჟის შესახებ - თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, ავტომანქანის ბრენდი და მოდელი. |
ინფორმაციას ვუგზავნით მემონტაჟეებს/ელექტრიკოსებს, რომელიც თქვენ აირჩიეთ ფასის შეთავაზების მისაღებად (თუ ამ ფუნქციას იყენებთ). |
მემონტაჟეები/ელექტრიკოსები, რომლებსაც თქვენ ირჩევთ. |
მონაცემები ინახება თქვენს მიერ სერვისით სარგებლობის პერიოდსა და სერვისით სარგებლობის შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში. |
|
ავტოსატრანსპორტო საშუალების დატენვის სესიასთან დაკავშირებული ინფორმაცია – თარიღი, ლოკაცია, დატენვის სადგური, სესიის ხანგრძლივობა, ღირებულება და მოხმარებული ენერგიის რაოდენობა. აგრეთვე ინახება ავტორიზაციის მეთოდი (მაგ., RFID ბარათი ან მობილური მოწყობილობა). |
გამოიყენება თქვენი მოხერხებულობისათვის ინფორმაციის ანგარიშზე/აპლიკაციაში, ასასახად, ასევე ბუღალტრული და ანგარიშგების მიზნებისთვის. |
დამტენი სადგურის ოპერატორი, რომლის საშუალებითაც განხორციელდა სესია. |
მონაცემები ინახება თქვენს მიერ სესიის განხორციელების მომენტიდან 1 წლის განმავლობაში. |
|
|
|
ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია - ჩვენ შეიძლება დავამუშაოთ თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია. |
გამოიყენება, მაგალითად, ახლომდებარე დამტენი სადგურების გამოსაჩენად. |
მხარეები, რომლებიც სერვისისთვის ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფენ, როგორიცაა Google Maps, ასევე აპლიკაციის დეველოპერები. |
მონაცემები ინახება მონაცემების დამუშავების მომენტიდან 1 წლის განმავლობაში. |
|
|
აპლიკაცის/ანგარიშის გამოყენების მონაცემები (Usage Data) – მოიცავს დეტალებს თქვენი აპლიკაციის/ანგარიშის, გამოყენების შესახებ, მათ შორის მიღებული სერვისების, ჯავშნების და შესყიდვების შესახებ ინფორმაციას. |
გამოიყენება თქვენი მოხერხებულობისათვის ინფორმაციის ანგარიშზე/აპლიკაციაში, ასასახად, ასევე ბუღალტრული და ანგარიშგების მიზნებისთვის. |
აპლიკაციის დეველოპერებს. |
მონაცემები ინახება მონაცემების დამუშავების მომენტიდან 1 წლის განმავლობაში. |
ექსპორტი ცხრილებში
ტერმინთა განმარტებანი
პოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ ჩვენი წესებითა და პირობებით განსაზღვრული მნიშვნელობა. ამასთან პოლიტაკიში დამატებით წარმოდგენილია რამდენიმე ტერმინი რომელთაც აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
- „CPO“ - Charge Point Operator, ანუ დამუხტვის წერტილის ოპერატორი. CPO უფლებამოსილია, შეიძინოს, დაამონტაჟოს, ფლობდეს და მართოს დამტენი სადგური/სადგურები, ან მართოს ისინი მესამე მხარისაგან მფლობელობაში მიღების საფუძველზე.
- „სერვისები“ - EV POWER-ის მიერ ყველა, საშუალებით მათ შორის ვებ-გვერდისა და აპლიკაციის მეშვეობით, მოწოდებული სერვისი, განურჩევლად იმისა, როგორ ხდება მათზე წვდომა. თქვენთვის ხელმისაწვდომი სერვისები შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენი მდებარეობის, წვდომის ფორმისა და სხვა ფაქტორების მიხედვით, თუმცაღა პოლიტიკა ვრცელდება ყველა სერვისზე.
- „ვებ-გვერდები“ - ყველა ის ვებ-გვერდი, რომელიც ეკუთვნის და იმართება EV POWER-ის მიერ, მათი ქვე-დომენები და ქვე-გვერდები, როგორც არსებული, ისე მომავალში შექმნილი. პოლიტიკა ვრცელდება თქვენს მიერ ვებ-გვერდისა თუ აპლიკაციის ნებისმიერ გამოყენებაზე/ვიზიტზე.
გარდა ზემოაღნიშნულისა პოლიტიკაში მოცემულია დამატებითი ტერმინები, თუმცა ისინი ადვილად ამოსაცნობია, ვინაიდან ტერმინად განსაზღვრისას ისინი იქნება გამოკვეთილი, მუქი შრიფტით და ჩაისმება ბრჭყალებში.
კონფიდენციალობის პოლიტიკა და მისი მიზანი
პოლიტიკის მიზანია მარტივი და გასაგები ენით მოგაწოდოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, კერძოდ, თუ რა პრინციპებს ეფუძნება EV POWER-ის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, გამოყენების, შენახვის, გაზიარების პროცესი და ასევე, ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების სამართლებრივი დაცვის მექანიზმების თაობაზე.
პოლიტიკა ეხება ნებისმიერ პერსონალურ მონაცემებს, რომელსაც EV POWER ამუშავებს მაშინ, როდესაც თქვენ სტუმრობთ ვებ-გვერდს/აპლიკაციას ან სარგებლობთ ჩვენი სერვისებით.
მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკა არ ვრცელდება მესამე პირების მიერ მონაცემების დამუშავებაზე, კერძოდ, თქვენი მონაცემების ისეთ დამუშავებაზე, რომელსაც EV POWER ვერ აკონტროლებს, მათ შორის — მესამე პირების ვებ-გვერდებსა თუ მომსახურებებზე გადამისამართების შემთვევებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ვებ-გვერდიდან გადამისამართება შესაძლებელი იყოს მხოლოდ ისეთ ვებ-გვერდებზე, რომლებიც თქვენი პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობასა და მათი უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობას პატივს სცემენ, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მათ შინაარსსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე. გირჩევთ, ყურადღებით გაეცნოთ ნებისმიერი მესამე პირის ვებ-გვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელსაც მოინახულებთ.
გაითვალისწინებით, რომ EV POWER ჩვეულებრივ არ ამუშავებს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, მაგალითად, თქვენს მიერ მხოლოდ ჩვენი ვებ-გვერდის მონახულებისას. თქვენი პერსონალური მონაცემები EV POWER-ის მიერ მუშავდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენ თავად მოგეთხოვათ ასეთი ინფორმაციის მოწოდება (მაგ., ანგარიშის გახსნისას ან სერვისის მიღებისას). თქვენი პერსონალური მონაცემები გროვდება მხოლოდ თქვენი ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე და გამოიყენება მხოლოდ მითითებული მიზნებისათვის, როგორც ეს დეტალურად იქნება ახსნილი პოლიტიკის შემდეგ ნაწილებში.
პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელი, პერსონალური მონაცემების დამუშავება და დამუშავების მიზანი
პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელი არის პირი, რომელიც განსაზღვრავს თქვენი პერსონალურ მონაცემების დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს და უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს: შპს “ივ ფაუერ“, საიდენტიფიკაციო ნომერი: 405736690, ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, ზოვრეთის ქუჩა, 37 ტელ.: +995 3220 888 09.
ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა მოწოდების გარეშე ვერ ისარგებლებთ EV POWER-ის სერვისებით და შესაბამისად, მათი მოწოდება სავალდებულოა; კერძოდ, იგულისხმება ის პერსონალური მონაცემები, რომელსაც თქვენ გვიზიარებთ, თქვენივე თანხმობით, ნებისმიერი სერვისის მიღებისას, აპლიკაციით სარგებლობისას ან ანგარიშის გახსნისას თანხმობის ღილაკზე დაჭერით.
თანხმობის ღილაკის დადასტურება უთანაბრდება თქვენს წერილობით თანხმობას და ადასტურებს, რომ თქვენ აცხადებთ ინფორმირებულ თანხმობას - EV POWER-ის მიერ დამუშავებული იქნეს თქვენი პერსონალური მონაცემები თქვენთვის სერვისის მოწოდების მიზნით.
თქვენ აცხადებთ თანხმობას და ადასტურებთ ინფორმირებულობას იმის თაობაზე, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, ასევე, მოიცავს EV POWER-ის მიერ თქვენთვის მომსახურების პროცესში ჩართული მესამე პირებისათვის (მაგ.: მემონტაჯისათვის, ელექტრიკისათვის და სხვ..) აღნიშნული მონაცემების გაზიარებას. იმ შეთხვევაში თუ თქვენ არ ხართ თანახმა თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ან არ ეთანხმებით ხსენებულ პოლიტიკას, თქვენ ვერ შეძლებთ ვებგვერდითა და აპლიკაციით სარგებლობას.
ჩვენ ვაგროვებთ თქვენს შემდეგ პერსონალურ მონაცემებს, შემდეგი მიზნებით:
- „საკონტაქტო ინფორმაცია“ – სერვისით სარგებლობისათვის, თქვენ მოგეთხოვებათ შემდეგი მონაცემები - სახელი, გვარი, საფოსტო მისამართი და ტელეფონის ნომერი. ამ ინფორმაციას ვიყენებთ მხოლოდ სერვისის გასაწევად და საჭიროების შემთხვევაში თქვენთან საკომუნიკაციოდ. ამასთანავე, თუ თქვენ თანხმობას განაცხადებთ, რომ ჩვენგან მიიღოთ ინფორმაცია სიახლეების შესახებ, მონაცემებს გამოვიყენებთ სერვისებისა და სპეციალური შეთავაზებების/აქციების შესახებ შეტყობინებების გამოსაგზავნადაც. გარდა ამისა, თუ სერვისის მისაღებად აუცილებელი იქნება ვებ-გვერდსა თუ აპლიკაციაში EV POWER ანგარიშის შექმნა, თქვენს ელფოსტას გამოვიყენებთ ანგარიშის შესაქმნელად და ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაციის მოსაწოდებლად.
- „ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაცია“ – ანგარიშის გახსნისას მოგეთხოვებათ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი. ეს ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ თქვენი ავტორიზაციისთვის, რათა შეძლოთ იმ სერვისებით სარგებლობა, რომელთა მისაღებადაც აუცილებელია ანგარიშის ქონა, ასევე საჭიროების შემთხვევაში ანგარიშთან დაკავშირებული კომუნიკაციისთვის.
- „გადახდებთან დაკავშირებული ინფორმაცია“ –ანგარიშზე თანხის დამატებისას ან ონლაინ გადახდისას მოგეთხოვებათ შემდეგი მონაცემები: ბარათის ნომერი, ბარათის მოქმედების ვადის გასვლის თარიღი, ბარათზე მითითებული სახელი და უსაფრთხოების კოდი (CVV). ეს მონაცემები გამოიყენება მხოლოდ გადახდის ტრანზაქციის დასამუშავებლად და განმეორებითი გადახდების გასამარტივებლად.
- „ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია“ – ჩვენ შეიძლება დავამუშაოთ თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია, სხვადასხვა მიზნებისათვის, მაგალითად, ახლომდებარე დამტენი სადგურების გამოსაჩენად.
- „აპლიკაცის/ანგარიშის გამოყენების მონაცემები (Usage Data)“ – მოიცავს დეტალებს თქვენი აპლიკაციის/ანგარიშის, გამოყენების შესახებ, მათ შორის დატენვის სესიების, ჯავშნების და შესყიდვების შესახებ, ინფორმაციის, თქვენი მოხერხებულობისათვის, აპლიკაციაში/ანგარიშზე ასახვის, ასევე ბუღალტრული და ანგარიშგების მიზნებისათვის.
- ,,ავტოსატრანსპორტო საშუალების დატენვის სესიასთან დაკავშირებული ინფორმაცია” – მოიცავს დეტალებს თქვენს მიერ დამტენის გამოყენებასთან მიმართებით - თარიღი, ლოკაცია, დატენვის სადგური, სესიის ხანგრძლივობა, ღირებულება და მოხმარებული ენერგიის რაოდენობა. აგრეთვე ინახება ავტორიზაციის მეთოდი (მაგ., RFID ბარათი ან მობილური. აღნიშნული მონაცემები გამოიყენება ინფორმაციის, თქვენი მოხერხებულობისათვის, აპლიკაციაში/ანგარიშზე ასახვის, ასევე ბუღალტრული და ანგარიშგების მიზნებისათვის.
- ,,ინფორმაცია დამტენის მონტაჟის შესახებ” - თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, ავტომანქანის ბრენდი და მოდელი. ინფორმაცია გამოიყენება იმ მემონტაჟეებისა/ელექტრიკოსებისათვის გასაგზავნად, რომელიც თქვენ აირჩიეთ ფასის შეთავაზების მისაღებად (თუ ამ ფუნქციას იყენებთ), რათა შეძლოთ სერვისით სარგებლობა.
დამატებით, EV POWER თქვენს მიერ მოწოდებულ პირად ინფორმაციას იყენებს შემდეგ შემთხვევებში:
- ზოგადად თქვენთვის მომსახურების გასაწევად და თქვენთვის ხარისხიანი სერვისის მოსაწოდებლად.
- სხვა ნებისმიერი ფუნქციის შესასრულებლად, რომელიც პირდაპირაა აღწერილი თქვენთვის იმ დროს, როდესაც ინფორმაციას აწვდით.
ამასთანავე, ჩვენ წავშლით/გავანადგურებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს იმ შემთხვევაშიც თუ აღარ იარსებებს წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული მიზნები;
მონაცემთა შენახვა, დაცვა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა
ჩვენ ვახორციელებთ ხელმისაწვდომი ყველა გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების იმპლემენტაციას, ასევე, ვახდენთ ყველა აუცილებელ ქმედებას, რათა ჩვენს მიერ ვებ-გვერდისა და აპლიკაციის მეშვეობით მოპოვებული თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იყოს უნებართვო/უკანონო წვდომისგან, დამუშავებისაგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან, ცვლილებებისაგან, გასაჯაროებისაგან ან განადგურებისგან.
აღნიშნული მოთხოვნები, ასევე, ვრცელდება ყველა მესამე პირზე ვისაც აღნიშნული მონაცემები გადაეცემა დასამუშავებლად. ეს უკანასკნელნი ვალდებულნი არიან ჩვენ, როგორც პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელს გვაცნობონ მიღებული ზომების შესახებ.
მნიშვნელოვანია, რომ ყველა ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდით, ინახება ჩვენს დაცულ სერვერებზე. მას შემდეგ, რაც თქვენს ინფორმაციას მივიღებთ, ვიყენებთ მკაცრ პროცედურებსა და უსაფრთხოების მექანიზმებს (როგორიცაა დაშიფვრა, ანონიმიზაცია/პსევდონიმიზაცია), რათა თავიდან ავიცილოთ თქვენი მონაცემების შემთხვევით დაკარგვა, გამოყენება ან უნებართვო წვდომა.
ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ვალდებული ვართ უზრუნველვყოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სრულყოფილად დანერგილი შიდა სისტემები, სავალდებულო რეგულაციები, რომლებიც სრულ შესაბამისობაში იქნება მოქმედ კანონმდებლობასთან. ჩვენ აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიზნით ვახორციელებთ ყველა გონივრულ და ხელმისაწვდომ ღონისძიებას.
პერსონალურ მონაცემთა გაზიარება
V POWER-ის მიერ შეგროვებული პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია კონფიდენციალურია.
შესაბამისად, გარდა ქვემოთ აღწერილი შემთხვევებისა, EV POWER არ გადასცემს შეგროვებულ პერსონალურ მონაცემებს სხვა მესამე პირებზე.
EV POWER არ ყიდის, არ აქირავებს, არ გასცემს ლიცენზიას პერსონალურ მონაცემებზე. მხოლოდ EV POWER–ის წარმომადგენლებს და ქვეკონტრაქტორებს, ასევე სერვისების მართვასა და განვითარებაზე პასუხისმგებელ პირებს აქვთ წვდომა შეგროვებულ პერსონალურ მონაცემებზე, ამასთან ისინი ვალდებულნი არიან დაიცვან ეს პოლიტიკა. ამ უკანასკნელ პირებს ხელშეკრულებით აქვთ ნაკისრი ვალდებულება დაიცვან პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობა.
ჩვენ თქვენი პერსონალური მონაცემები, შესაძლოა, გავაზიაროთ შემდეგ შემთხვევებში:
- ჩვენი კანონური უფლებების დასაცავად ან სამართლებრივი მოთხოვნებისგან თავდაცვის მიზნით;
- უკანონო ქმედებების, თაღლითობის ან უსაფრთხოებისათვის საფრთხის შემცველი სიტუაციების გამოძიებისა და პრევენციის მიზნით;
- სერვისების ინფრასტრუქტურის ბოროტად გამოყენების პრევენციის მიზნით (მაგალითად, სპამ შეტევები, DOS თავდასხმები, ჰაკერული მცდელობები);
- ჩვენი შვილობილი, პარტნიორი ან დაკავშირებული კომპანიებისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (ასეთ, პირებს მოეთხოვებათ პოლიტიკით გათვალისწინებული პირობების დაცვა)
- მესამე პირების სერვისებისა და გარკვეული პირებისათვის, მაგალითად, ელ. ფოსტის სერვისის მომწოდებლებისათვის, გადახდის მომსახურების პროვაიდერებისათვის/საბანკო დაწესებულებებისათვის.
ამასთანავე, EV POWER იყენებს გარკვეული მესამე პირების სერვისებს ფუნქციონალის გასაფართოებლად, ხოლო როდესაც თქვენ აგზავნით პერსონალურ ინფორმაციას ამ ფუნქციების გამოსაყენებლად, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით მის გადაცემას კონკრეტული სერვისის მომწოდებლებისათვის. მაგალითად, EV POWER იყენებს Google Maps–ს დამტენი სადგურების რუკისათვის – ამ შემთხვევაში, შესაძლოა, გაზიარებული იქნას თქვენი ადგილმდებარეობის თაობაზე ინფორმაცია. ასევე, თუ თქვენ გამოიყენებთ ფუნქციას, რომელიც გაძლევთ საშუალებას მოძებნოთ ელექტრიკოსები/დამმონტაჟებლები, მათ გადაეცემათ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე შეიძლება გადაიცეს ფოტოები ან სხვა მონაცემები, რომელიც შეიცავს პერსონალურ ინფორმაციას. ეს მესამე პირები ვალდებულნი არიან გამოიყენონ მონაცემები მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის.
შენიშვნა: ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარების შემთხვევები, ასევე წარმოდგენილია პოლიტიკის 1 სექციაში მოცემულ ცხრილში.
მნიშვნელოვანია, რომ მესამე პირებისათვის თქვენი მონაცემების გადაცემა ხორციელდება მხოლოდ განსაზღვრული მიზნით და მხოლოდ მიხნიდან გამომდინარე საჭირო მოცულობით.
თქვენი პერსონალური მონაცემები ხელმისაწვდომია ჩვენი თანამშრომლებისათვის, რომელთაც საკუთარი სამსახურეობრივი კომპეტენციისა და ფუნქციების შესაბამისად, გააჩნიათ მათზე დაშვების და დამუშავების მკაცრად გამსაზღვრული ფარგლები, ასევე, აკისრიათ კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება.
დაცული გადახდები
გადახდისას თქვენი ბარათის მონაცემები უსაფრთხოდ გადაიცემა TLS პროტოკოლით უშუალოდ გადახდის მომსახურების პროვაიდერებს/საბანკო დაწესებულებებს.
EV POWER არასდროს ინახავს ბარათის მონაცემებს საკუთარ სერვერებზე. უშულოდ გადახდის მომსახურების პროვაიდერები/საბანკო დაწესებულებები ინახავენ ტრანზაქციებთან დაკავშირებულ ინფორმაციას მხოლოდ უსაფრთხო გადახდის უზრუნველსაყოფად, შესყიდვის მტკიცებულების შესანახად და თაღლითობის პრევენციის მიზნით.
EV POWER-ს არ აქვს წვდომა თქვენი გადახდების თაობაზე ინფორმაციაზე. ჩვენ მხოლოდ ვიღებთ დადასტურებას ან უარყოფას უშუალოდ თქვენს მიერ განხორციელებულ ტრანზაქსიასთან მიმართებით.
აპლიკაციის წვდომა თქვენს მოწყობილობაზე („ნებართვები“) და მისი დეინსტალაცია
აპლიკაცია, შესაძლოა, მოითხოვდეს:
- კამერაზე წვდომას – დამტენი სადგურების ფოტოს გადაღებისთვის;
- ადგილმდებარეობაზე წვდომას – ახლომდებარე სადგურების საჩვენებლად;
- ქსელურ სერვისებზე წვდომას – Wi-Fi/მობილური ინტერნეტი;
- შეტყობინებების გაგზავნას – მაგალითად, ჯავშნის სტატუსის შესახებ;
- მოწყობილობის მეხსიერებაზე წვდომას – ავტორიზაციისა და გადახდის დოკუმენტების შესანახად.
თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ წაშალოთ აპლიკაცია. წაშლის მეთოდი დამოკიდებულია მოწყობილობის ტიპზე და სისტემის ვერსიაზე, საიდანაც გსურთ მისი წაშლა. EV POWER არ იღებს პასუხისმგებლობას ამ პროცესსა ამ პროცესში მესამე პირებზე მონაცემების შესაძლო გადაცემაზე.
ინფორმაციის შეზღუდული შეგროვება სტატისტიკური, ანალიტიკური და უსაფრთხოების მიზნებისთვის
EV POWER იყენებს Google Analytics–ს ვებ-გვერდზე მომხმარებელთა ქცევის ანალიზისთვის. მნიშვნელოვანია, რომ შეგროვებული მონაცემები (IP მისამართი, ბრაუზერი, მოწყობილობის ტიპი, წვდომის დრო, ნანახი გვერდები და სხვა) თქვენი იდენტიფიცირების საშუალებას არ იძლევა. აღნიშნული მონაცემები მუშავდება მხოლოდ ვებ-გვერდის ვიზიტორთა საჭიროებების უკეთ განსასაზღვრად და ვებ-გვერდის/სერვისების გასაუმჯობესებლად.
EV POWER - ის მიერ ასევე გამოიყენება Google App Analytics, რომელიც აგროვებს მონაცემებს აპლიკაციის გამოყენების თაობაზე (მაგ. მოწყობილობის ეკრანის ზომა, ტიპი, ბრაუზერის ინფორმაცია, გეოლოკაცია) მაგრამ ანონიმიზირებული ფორმის. ეს მონაცემები ინახება ფსევდონიმურ პროფილში და არ გამოიყენება კონკრეტული პირის იდენტიფიცირებისთვის.
გარდა ამისა, თქვენი IP მისამართი და სხვა მონაცემები შეიძლება გამოყენებული იქნას თაღლითური ან კრიმინალური აქტივობის გამოძიებისთვის, ან სერვისების გამოყენების პირობების დარღვევის შემთხვევაში.
ქუქი-ფაილები (Cookies) და მათი გამოყენება
ქუქი-ფაილები არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც ინახება თქვენს კომპიუტერში, პლანშეტსა თუ მობილურ ტელეფონში. კერძოდ, როდესაც თქვენ შედიხართ ვებსაიტზე, ან იყენებთ აპლიკაციას, ქუქი-ფაილები საშუალებას აძლევს ვებსაიტს, რომ „დაგიმახსოვროთ“ თქვენ და ის, თუ როგორ გამოიყენეთ ის თითოეული შესვლის დრო ანუ ქუქი-ფაილები გამოიყენება თქვენს და თქვენი ქცევის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად. აღნიშნული ემსახურება და უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენ გქონდეთ ინტერნეტში უკეთესად მანიპულირების შესაძლებლობა.
EV POWER იყენებს „ქუქი ფაილებსა“ და მსგავს ტექნოლოგიებს, როგორიცაა tags, pixels და web beacons. ვებ-გვერდის მონახულებით ან აპლიკაციის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას.
სერვისების შემთხვევაში გამოიყენება „სესიის ქუქი ფაილები“, რომლებიც აუმჯობესებს თქვენს გამოცდილებას, რადგან ინახავს მიმდინარე ვიზიტის ინფორმაციას თქვენს კომპიუტერში ან მოწყობილობაში, მაგალითად სერვისით სარგებლობისას ან გარკვეული ფუნქციების გამოყენებისას.
ქუქი ფაილებს ვიყენებთ შემდეგი ფუნქციებისთვის:
- ავტორიზაციის გამარტივება;
- სავაჭრო გამოცდილების გამარტივება;
- გადახდის პროცესის გამარტივება სერვისის ღირებულების გადახდისას ან ანგარიშზე თანხის დამატებისას;
- თქვენი ინფორმაციის შენახვა სერვისების გამოყენებისას (მაგ., ბარათის ინფორმაციის შენახვა მომავალი გამოყენებისათვის);
- შიდა ანალიტიკისა და კვლევისთვის, სერვისების გაუმჯობესების მიზნით;
- ონლაინ რეკლამის გამარტივება;
- შესაძლო თაღლითური ქმედებების იდენტიფიცირებაში დახმარება.
თქვენი ბრაუზერი ან მოწყობილობა შეიძლება დარეგულირდეს ისე, რომ უარი თქვას ქუქი ფაილებზე ან წაშალოს ისინი. თუმცა, მათი წაშლა შეიძლება უარყოფითად აისახოს მომხმარებლის გამოცდილებაზე ან ზოგიერთ ფუნქციაზე. EV POWER და მისი წარმომადგენლები არ არიან პასუხისმგებელნი იმ ფუნქციებზე, რომლებმას შეიძლება არ იმუშაოს ქუქი ფაილების წაშლის შემდეგ.
ინტერნეტთან და უკაბელო გადაცემასთან დაკავშირებული რისკები
მნიშვნელოვანია, რომ ინტერნეტისა და უკაბელო ტექნოლოგიების გამოყენებისას არ არის გარანტირებული სრული უსაფრთხოება. ამ შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს მონაცემების მოპარვა, დაკარგვა ან ცვლილები. თქვენ ეთანხმებით, რომ EV POWER და მისი წარმომადგენლები არ არიან პასუხისმგებელნი ასეთი რისკებით გამოწვეულ ზიანზე.
პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით თქვენი უფლებები
თქვენ უფლება გაქვთ:
- მოითხოვოთ და უსასყიდლოდ მიიღოთ ინფორმაცია:
- I. მუშავდება თუ არა თქვენს შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება;
- II. იმ მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება, აგრეთვე ამ მონაცემის დამუშავების საფუძვლისა და მიზნის შესახებ ინფორმაცია;
- III. მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს შესახებ;
- IV. მონაცემთა შენახვის ვადის (დროის) შესახებ, ხოლო, თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე;
- V. მონაცემთა მიმღების ვინაობის ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის თაობაზე, თუ მონაცემები მესამე პირს გადაეცემა;
- ამასთანავე, თქვენ გაქვთ უფლება აღნიშნული ინფორმაცია მიიღოთ თქვენთვის მისაღები ფორმით;
- გაეცნოთ EV POWER-ში თქვენს შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოთ ამ მონაცემების ასლები;
- მოითხოვოთ თქვენს შესახებ არსებული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება იმ შემთხვევაში, თუ ისინი არის არასრული, არაზუსტი, არ არის განახლებული ან მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ;
- განმარტების გარეშე ნებისმიერ დროს განაცხადოთ უარი თქვენს მიერ მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება (თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი).
- ამასთანავე, იმ შემთხვევაში თუ თქვენ უარს განაცხადებთ (გამოიხმობთ თანხმობას) პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე, EV POWER-ის მიერ თქვენთვის მომსახურების გაწევა შეწყდება;
- მიმართოთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს (ტელ.: (+995 32) 242 10 00; ელ. ფოსტის მისამართი: office@pdps.ge; მისამართი: ქ. თბილისი, ნ. ვაჩნაძის #7, 0105-პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულება) ან სასამართლოს თუ თვლით, რომ EV POWER-ის მიერ მონაცემთა დამუშავება არ შეესაბამება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ წესებს.
თქვენ ვებგვერდზე რეგისტრაციისა და პირადი ანგარიშის გახსნისას, ნებისმიერი სერვისის მიღებისას, პროდუქტის შეძენისას ან ანგარიშის გახსნისას, პოლიტიკის გაცნობისა და თანხმობის ღილაკზე დაჭერით ადასტურებთ ინფორმირებულობას თქვენი ზემოაღნიშნული უფლებების შესახებ.
როგორ დაგვიკავშირდეთ?
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, მოთხოვნა ან პრეტენზია წინამდებარე პოლიტიკის ან თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებასთან, დამუშავებასთან, გამოყენებასთან, გამჟღავნებასთან, გაზიარებასთან ან/და დაცვასთან მიმართებით, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ შემდეგი საშუალებების გამოყენებით:
- ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, ზოვრეთის ქუჩა, 37
- ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@evpower.ge;
- ტელეფონის ნომერი: +995 3220 888 09;
პოლიტიკაში ცვლილებების შეტანა
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს და წინასწარი შეტყობინების გარეშე, შევცვალოთ ან ჩავანაცვლოთ მოცემული პოლიტიკა.
პოლიტიკაში ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქალაქი თბილისი, ზოვრეთის ქუჩა, 37. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პასუხისმგებლობაა, პერიოდულად გადაამოწმოთ პოლიტიკა. ამასთანავე, პოლიტიკის ცვლილებების გამოქვეყნების შემდეგ სერვისების გამოყენება ნიშნავს, რომ ეთანხმებით ამ ცვლილებებს. მნიშნელოვანია, რომ პოლიტიკას გაეცნოთ ჩვენს წესებსა და პირობებთან ერთად, რადგან ორივე დოკუმენტი არეგულირებს თქვენს მიერ სერვისების გამოყენებას.
Frequently asked questions
Here are some common questions about our company.
Our company specializes in EV charging infrastructure, installation, and customer support. We tailor our services to fit the unique needs of businesses and individuals, helping them transition to electric mobility seamlessly.
You can reach our customer support team by emailing info@yourcompany.example.com, calling +1 555-555-5556, or using the live chat on our website. Our dedicated team is available 24/7 to assist with any EV charging inquiries or issues.
We’re committed to providing fast and reliable charging solutions to ensure your satisfaction.
We offer a 30-day satisfaction guarantee for all charging services. Services must be in their original condition, unused, and include the receipt or proof of purchase. Refunds are processed within 5-7 business days of receiving the returned service request.